6 თებერვალს სოსო გალუმაშვილის ტრენინგი „იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე“ გაიმართა
06 თებერვალი 2020
6 თებერვალს, 19:00-ზე ბიზნეს აქსელერატორში Spark • სპარკი საკონსულტაციო კომპანია ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს ინიციატივით ...
6 თებერვალს სოსო გალუმაშვილის ტრენინგი „იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე“ გაიმართა

06 თებერვალი 2020

 

6 თებერვალს, 19:00-ზე ბიზნეს აქსელერატორში Spark • სპარკი საკონსულტაციო კომპანია ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს ინიციატივით ტრენინგი თემაზე „იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე“ გაიმართა.

ლექციაზე სოსო გალუმაშვილმა შემდეგი თემები განიხილა:

  • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან;
  • რჩევები, სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში;
  • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში;
  • როგორ დაგეხმარებათ ბიზნესმოდელი, მყარად დაიკავოთ ბაზარზე კუთვნილი ადგილი;
  • მსოფლიოში ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები;
Copy to clipboard
ჯეპრა უერთდება გლობალური მიზნების კამპანიას "ძვირფასო მსოფლიო ლიდერებო, ჩვენ თვალს გადევნებთ"
05 თებერვალი 2020
ჯეპრა გლობალური მიზნების კამპანიას ძვირფასო მსოფლიო ლიდერებო, ჩვენ თვალს გადევნებთ შეუერთდა. კამპანის 20 ხელმომწერი დ...
ჯეპრა უერთდება გლობალური მიზნების კამპანიას "ძვირფასო მსოფლიო ლიდერებო, ჩვენ თვალს გადევნებთ"

05 თებერვალი 2020

 

ჯეპრა გლობალური მიზნების კამპანიას "ძვირფასო მსოფლიო ლიდერებო, ჩვენ თვალს გადევნებთ" შეუერთდა.

კამპანის 20 ხელმომწერი და 2000 მხარდამჭერი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კამპანიის ძირითადი მიზანია მსოფლიოს შეახსენონ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების აუცილებლობის შესახებ და ლიდერებს მოუწოდონ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მიზნების მისაღწევად.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://bit.ly/2ScJUEc

Copy to clipboard
ჯეპრას თანამშრომლები HICD-ს მონიტორინგისა და შეფასების კურსს დაესწრნენ.
03 თებერვალი 2020
მოდული, HICD მეთოდის მრავალკომპონენტიანი სასწავლო პროგრამის ნაწილია და მას მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტი, გარი უოლ...
ჯეპრას თანამშრომლები HICD-ს მონიტორინგისა და შეფასების კურსს დაესწრნენ.

03 თებერვალი 2020

 

მოდული, HICD მეთოდის მრავალკომპონენტიანი სასწავლო პროგრამის ნაწილია და მას მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტი, გარი უოლერი და პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი, ნინა კობახიძე უძღვებოდნენ.

Copy to clipboard
კამპანია #ვარდისფერიბაფთა - ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე“ დაიწყო
29 იანვარი 2020
თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა! პაციენტების ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართ...
კამპანია #ვარდისფერიბაფთა - ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე“ დაიწყო

29 იანვარი 2020

 

თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა! პაციენტების ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ ჯეპრას მხარდაჭერით სოციალურ ქსელში იწყებს გამოწვევის კამპანიას "#ვარდისფერიბაფთა - ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე“, რომლის მიზანია სოლიდარობა გამოუცხადონ იმ ონკოპაციენტებს, ვინც ახლა გადის მკურნალობის კურსს.

იხილეთ ვიდეო

Copy to clipboard
თინათინ სამყურაშვილი სტუმრად ახალი დღის ეთერში
27 იანვარი 2020
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი  და „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი ახალი დღის ეთე...
თინათინ სამყურაშვილი სტუმრად ახალი დღის ეთერში

27 იანვარი 2020

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი  და „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი ახალი დღის ეთერში კიბოსთან ბრძოლის საერთაორისო თვესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებზე საუბრობდნენ. 

იხილეთ ვიდეო

Copy to clipboard
ჯეპრა სტუდენტური კონკურსის - „მარკეტინგული ომების“ მხარდამჭერია.
24 იანვარი 2020
„მარკეტინგული ომები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე არსებული პროექტია, რომლის ძირითადი მიმართულებ...
ჯეპრა სტუდენტური კონკურსის - „მარკეტინგული ომების“ მხარდამჭერია.

24 იანვარი 2020

 

„მარკეტინგული ომები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე არსებული პროექტია, რომლის ძირითადი მიმართულებებია: მარკეტინგი, ციფრული მედია, სარეკლამო და საკომუნიკაციო ინდუსტრია.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ვორქშოპებსა და ტრენინგებს, ფინალურ ეტაპზე კი იმუშავებენ რეალურ პროექტზე.

Copy to clipboard
სოსო გალუმაშვილის ლექცია სტუდენტებისთვის: "ბიზნეს მოდელის გენერირება და პერსონალური ბიზნეს მოდელი"
18 იანვარი 2020
New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი-ში მეწარმეობის ზამთრის სკოლის ფარგლებში, 17-18 იანვარს სკოლის მოსწავლეებთ...
სოსო გალუმაშვილის ლექცია სტუდენტებისთვის: "ბიზნეს მოდელის გენერირება და პერსონალური ბიზნეს მოდელი"

18 იანვარი 2020

 

New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი-ში მეწარმეობის ზამთრის სკოლის ფარგლებში, 17-18 იანვარს სკოლის მოსწავლეებთან ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა ლექცია "ბიზნეს მოდელის გენერირება და პერსონალური ბიზნეს მოდელი" ჩაატარა.

იხილეთ ფოტოები

Copy to clipboard
კახა მაღრაძის საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
16 იანვარი 2020
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის PR Talks-ის ფარგლებში კახა მაღრაძის საჯარო ლექცია ჩატარდა. PR Talks-ში ცნობილ...
კახა მაღრაძის საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

16 იანვარი 2020

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის PR Talks-ის ფარგლებში კახა მაღრაძის საჯარო ლექცია ჩატარდა.

PR Talks-ში ცნობილი სპიკერები, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც საჯარო ლექციებს 3 მიმართულებით ატარებენ: კრიზისის პრევენცია, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა.

Copy to clipboard
ჯეპრამ "ახალგაზრდა ადვოკატების" ჯილდო მიიღო
30 დეკემბერი 2019
ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებმა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ნომინანტები და ნომინაციები 2019-ის გამარჯვებულები გ...
ჯეპრამ "ახალგაზრდა ადვოკატების" ჯილდო მიიღო

30 დეკემბერი 2019

 

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე "ნომინანტები და ნომინაციები 2019"-ის გამარჯვებულები გამოავლინეს.

ნომინაციას "ახალგაზრდული იდეების ქომაგის" ჯილდო ჯეპრას გადაეცა.

Copy to clipboard
PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ ჯეპრას საიმედო პარტნიორის ჯილდო გადასცა
25 დეკემბერი 2019
2019 წლის 25 დეკემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ მის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორგანიზაციამ გამოარ...
PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ ჯეპრას საიმედო პარტნიორის ჯილდო გადასცა

25 დეკემბერი 2019

 

2019 წლის 25 დეკემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ მის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორგანიზაციამ გამოარჩია და დააჯილდოვა ერთგული პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ წარმომადგენლობასთან ამა თუ იმ პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე ჯეპრამ საიმედო პარტნიორის ჯილდო მიიღო.

Copy to clipboard