სამუშაო შეხვედრა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მენეჯმენტთან
31 მაისი 2018
31 მაისს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაც...
სამუშაო შეხვედრა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მენეჯმენტთან

31 მაისი 2018

 

31 მაისს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მენეჯმენტთან და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელზეც „ჯეპრას“ კონსულტანტებმა წარადგინეს ასოციაციის საჭიროებათა კვლევის ანგარიში და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

პროექტი ხორციელდება ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამა დაფინანსებულია USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ.

Copy to clipboard
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც შეურთდა
30 მაისი 2018
30 მაისს სასტუმრო ჰოლიდეი ინიში გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ...
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც შეურთდა

30 მაისი 2018

 

30 მაისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინიში" გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიება კამპანია "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში მოეწყო და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
 
პრესკონფერენციაზე დაანონსდა კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. აქტივობა მოწოდების ხასიათის მატარებელია, რათა საზოგადოების ჩართულობით მოხდეს დაავადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ამით გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭრის გამოცხადება.
 
 
Copy to clipboard
"ბიზნესისა და კერძო სექტორის როლი დანაშაულის პრევენციაში"
29 მაისი 2018
29 მაისს, „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „ბიზნესისა და კერძო სექტორის როლი დანაშაულის პრევენციაში,“ რ...
"ბიზნესისა და კერძო სექტორის როლი დანაშაულის პრევენციაში"

29 მაისი 2018

 

29 მაისს, „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „ბიზნესისა და კერძო სექტორის როლი დანაშაულის პრევენციაში,“ რომელსაც კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის წევრები, ბიზნეს ორგანიზაციებისა და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე დანაშაულის პრევენციის პროცესებში. შეხვედრაზე გაიმართა დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებების გაზიარება და პრაქტიკული მაგალითების განხილვა.

 

 

Copy to clipboard
სამუშაო შეხვედრა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ქონების ეროვნული ასოციაციის მენეჯმენტთან
22 მაისი 2018
22 მაისს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მენეჯმ...
სამუშაო შეხვედრა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ქონების ეროვნული ასოციაციის მენეჯმენტთან

22 მაისი 2018

 

22 მაისს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მენეჯმენტთან და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელზეც „ჯეპრას“ კონსულტანტებმა წარადგინეს ასოციაციის საჭიროებათა კვლევის ანგარიში და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

პროექტი ხორციელდება ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამა დაფინანსებულია USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ.

 

Copy to clipboard
ჯეპრა ახალგაზრდა კანის ლომებზე ბრინჯაოს მფლობელია
20 მაისი 2018
კანის ლომების საქართველოს შესარჩევ კონკურსში ჯეპრას დიზაინერებმა  კატეგორიაში პრინტი ბრინჯაოს მედალი მოიპო...
ჯეპრა ახალგაზრდა კანის ლომებზე ბრინჯაოს მფლობელია

20 მაისი 2018

 

კანის ლომების საქართველოს შესარჩევ კონკურსში ჯეპრას დიზაინერებმა  კატეგორიაში "პრინტი" ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვამაყობთ ვულოცავთ ჩვენს ლომებს, მარიამ მურადაშვილს და გეგი ბოლქვაძეს. ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას მათ !

Copy to clipboard
მოძრაობის ძალაევროპაშია შეხვედრების სერია კახეთის რეგიონში
20 მაისი 2018
20-22 მაისს, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები ...
მოძრაობის ძალაევროპაშია შეხვედრების სერია კახეთის რეგიონში

20 მაისი 2018

 

20-22 მაისს, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრებიან.

ტურის მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებზე, ასევე, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.

შეხვედრა ჩატარდება ღია დისკუსიის ფორმატში და სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან კოალიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. კამპანიის ფარგლებში, ევროტურები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

 

Copy to clipboard
კამპანია „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“
16 მაისი 2018
კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი საქართველოშიც აიღო. 16 მაისს, სასტუმრო „ბილტმორში“ ჰიპერტენ...
კამპანია „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“

16 მაისი 2018

 

კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი საქართველოშიც აიღო.

16 მაისს, სასტუმრო „ბილტმორში“ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გაიმართა.  პრესკონფერენცია კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით მოეწყო და გლობალურ და სოციალურ პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. 

იხილეთ ფოტოები

Copy to clipboard
სურსათის ეროვნული სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების შეხვედრა
15 მაისი 2018
დღეს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში - კომპეტენციის ცენტრში გაიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიი...
სურსათის ეროვნული სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების შეხვედრა

15 მაისი 2018

 

დღეს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში - კომპეტენციის ცენტრში გაიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების შეხვედრა, რომელზეც „ჯეპრას“ კონსულტანტებმა წარადგინეს საჭიროებათა კვლევის ანგარიში და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზე.

შეხვედრას სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ HICD 2020 პროგრამის ფარგლებში.

 

Copy to clipboard
ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
09 მაისი 2018
7 მაისს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ორგანიზებული გასვლითი სტრატეგიული შეხვედრა გაიმართა , რომელსაც ჯეპრა...
ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

09 მაისი 2018

 

7 მაისს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ორგანიზებული გასვლითი სტრატეგიული შეხვედრა გაიმართა , რომელსაც ჯეპრას დირექტორი ეკატერინე ჟვანია ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები

Copy to clipboard
კახა მაღრაძის მოხსენება "მიზნობრივი კომუნიკაციის უპირატესობები"
07 მაისი 2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს მასტერკლასების სერიას „განა...
კახა მაღრაძის მოხსენება "მიზნობრივი კომუნიკაციის უპირატესობები"

07 მაისი 2018

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს მასტერკლასების სერიას „განავითარე შენი ბიზნესი“.

მასტერკლასების ფარგლებში ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ გამართა მოხსენება თემაზე: "მიზნობრივი კომუნიკაციის უპირატესობები".
 

 

Copy to clipboard